შეცდომით ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება
თუ თქვენ შეცდომით ჩარიცხეთ თანხა სხვა მომხმარებლის საფულეში, ამ შემთხვევაში electra.exchangeს შეუძლია იშუამდგომლოს მიმღებთან თანხის დასაბრუნებლად.
გამოაგზავნეთ ელ. წერილი მისამართზე sales@electra.exchange.
წერილში უნდა ჩანდეს შეცდომით ჩარიცხული თანხის ოდენობა, სასურველი მიმღების ელ. ფოსტა ან კოდი, რეალური მიმღების ელ. ფოსტა ან კოდი.
წერილს თან უნდა ერთვოდეს ჩარიცხვის ქვითარი.
ჩვენ მივმართავთ თანხის მიმღებს თხოვნით, დააბრუნოს არასწორად ჩარიცხული თანხა. თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ჩვენ თანხას დავუბრუნებთ თანხის გამომგზავნს.
თუ მიმღები უარს განაცხადებს თანხის დაბრუნებაზე, თანხის გამგზავნს უფლება ექნება იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ 7 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა მიმღებთან დაკავშირება, ჩვენ შევწყვეტთ დაკავშირების მცდელობას.